არქივი23 ოქტომბერი, 2024, 21:21
პარტია „გახარია საქართველოსთვის” ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილს თავს 20-მდე პირი დაესხა

„გახარია საქართველოსთვის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურთან” ოცამდე ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილი გადაყვანილია განყოფილებაში და მათთვის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.