Sofascore-ს ტურის სიმბოლურში დავითაშვილი და მიქაუტაძე მოხვდნენ

ლიგა 1-ის მე-9 ტური ქართველი ფეხბურთელებისთვის გამორჩეული გამოდგა.
საშინელი სტარტისა და გასულ მატჩში ("ლე ავრთან" 4:0) საგოლე გადაცემის შესრულების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ ჩვენთვის კარგად დაცდილ "ოსერთან" 2 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დამსახურებულად დასახელდა, თუმცა ოლიმპიკოელებმა მატჩი ვერ მოიგეს (2:2). შეგახსენებთ, ამავე გუნდთან ზურიკო დავითაშვილმა 5 ოქტომბერს ჰეთრიკი შეასრულა.
თავად ზურიკომ "ანჟერთან" 2 გოლი გაიტანა, თუმცა მისი გუნდი 4:2 დამარცხდა და სატურნირო ცხრილის კიდეს მიუახლოვდა (მე-16 ადგილზეა.)
ჩვენდა გასახარად, ორივე ქართველი ფეხბურთელი ავტორიტეტული Sofascore-ს მიხედვით ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.