ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"30 დარტყმა, 0 გოლი და 18.5 მილიონად შეძენილი მიქაუტაძე თადარიგში" - ფრანგული მედია

"30 დარტყმა, 0 გოლი და 18.5 მილიონად შეძენილი მიქაუტაძე თადარიგში" - ფრანგული მედია

Lyonfoot-ი ევროპა ლიგის მესამე ტურში „ლიონის“ სახლში „ბეშიქთაშთან“ 0:1 წაგებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეტევის ხაზი შედეგიანობით ვერ გამოირჩევა.
გამოცემა წერს, რომ მწვრთნელს, პიერ საჟს თავდასხმაში მოედანზე ლაკაზეტი, შერკი და ბენრაჰმა ჰყავს, სათადარიგოთა სკამზე კი 18.5 მილიონად შეძენილი მიქაუტაძე, როდესაც ლაკაზეტი ნაკლებად ეფექტურია, ხოლო ქართველს ჯერ „ოლომპიკში“ გოლი არ გაუტანია, მისთვის ორივეს ერთად დაყენება წარმოუდგენელია და ეს პრობლემას წარმოადგენს. შეგახსენებთ, სტამბოლურ გუნდთან მატჩში გიორგი 79-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„ბეშიქთაშთან“ შეხვედრაში საერთო ჯამში „ოლიმპიკის“ ფეხბურთელებმა კარისკენ და კარში 30-ჯერ დაარტყეს ბურთი,
მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს, Lyonfoot-ი იმედს გამოთქვამს, რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება და 27 ოქტომბერს „ოსერთან“ დაპირისპირებისას სულ სხვა სურათს ვიხილავთ.
„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ მარცხი განიცადა, ლიგა 1-ში კი 8 ტურის მერე 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.