არქივი5 ოქტომბერი, 2025, 03:06
Sofascore-მ მიქაუტაძე "ვილიარეალში" საუკეთესოდ აღიარა - როგორი შეფასებები მიიღო ქართველმა?

ლა ლიგის მერვე ტურში, „რეალთან“ წაგებულ მატჩში (1:3), „ვილიარეალის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და ტიბო კურტუას კარი დალაშქრა.
მიქაუტაძემ Sofascore-სგან „ვილიარელის“ ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 7.5 ქულა დაიმსახურა, Whoscored-მა და Flashscore-მ კი მხოლოდ 6.7 და 6.5 გაიმეტეს.
ქართველის ანგარიშზე „ვილიარეალში“ ყველა ტურნირზე 7 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.