"პატარა ეშმაკივითაა" - ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გიორგი მიქაუტაძეზე წერს

გუშინ, ლა ლიგის მორიგ ტურში "ვილიარეალი" გასვლაზე მადრიდის "რეალთან" 1:3 დამარცხდა. ცვლილებაზე შემოსულმა გიორგი მიქაუტაძემ 73-ე წუთზე ლამაზი გოლის გატანა მოახერხა.
ქართველი ფორვარდის შესახებ AS-ის ჟურნალისტმა ხულიან ბურგოსმა დაწერა.
"მიქაუტაძე პატარა ეშმაკივითაა. მისი შემოსვლის შემდეგ, მადრიდის "რეალის" მცველებმა მოედანზე წონასწორობა დაკარგეს. ქართველმა შესანიშნავი გოლით მეტოქესთან სხვაობა შეამცირა, თუმცა საკუთარი გუნდი ვერ გადაარჩინა", - დაწერა ბურგოსმა.
"ვილიარეალი" 16 ქულით მესამე ადგილზეა და 18 ოქტომბერს "ბეტისს" უმასპინძლებს.
"ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ფანები ქართველი მეკარის თამაშს?
მიქაუტაძემ კურტუას ლამაზი გოლი გაუტანა - "ვილიარეალი" "რეალთან" დამარცხდა
Sofascore-მ მიქაუტაძე "ვილიარეალში" საუკეთესოდ აღიარა - როგორი შეფასებები მიიღო ქართველმა?
მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.