Sky News – კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ქარიშხალ „მელისას“, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა

კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ქარიშხალ „მელისას“, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ქარიშხალმა „მელისამ“ მნიშვნელოვანი ზიანი იამაიკას, ჰაიტის, დომინიკელთა რესპუბლიკასა და კუბას მიაყენა.
ბოლო მონაცემებით, იამაიკაზე რვა, დომინიკელთა რესპუბლიკაში ერთი, ხოლო ჰაიტიზე 25 ადამიანი დაიღუპა.
ჰაიტის ხელისუფლების ცნობით, დაღუპულებს შორის 10 ბავშვია, ხოლო 12 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით წყალდიდობის შედეგად, 1000 სახლი დაიტბორა, ხოლო 12 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „მელისა“ იამაიკას თავს სამშაბათს დაატყდა, სადაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. მოგვიანებით, ქარიშხალმა კარიბის ზღვის აუზის სხვა ქვეყნებისკენ გადაინაცვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება