ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მექსიკაში სუპერმარკეტში ხანძრის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში სუპერმარკეტში ხანძრის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში სუპერმარკეტში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხანძარი ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქ ერმოსილიოში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში გაჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვები და ათობით ადამიანი დაშავდა.
„საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების ბრძანება გავეცი“, - განაცხადა სონორას შტატის გუბერნატორმა, ალფონსო დურასომ.
მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.