ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Sky News - ირანში ხელისუფლების მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა

Sky News - ირანში ხელისუფლების მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა

ირანში ხელისუფლების მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა, - ინფორმაციას Sky News-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Sky News-ის ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მხარდამჭერ დემონსტრაციებს ათიათასობით ადამიანი შეუერთდა.
გამოცემა წერს, რომ დემონსტრაციებზე შეძახილები, „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციებში მონაწილეობა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმაც მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.