მედია – ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება, დეკემბრის ბოლოს დაწყებული არეულობის შემდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ 45 დემონსტრანტია მოკლული

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება.
დასავლური მედია იუწყება, რომ ხუთშაბათს ირანში ანტისამთავრობო პროტესტებმა ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მოიკიდა ფეხი.
ნორვეგიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, “Iran Human Rights”-ის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს დაწყებული არეულობის შემდეგ ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ 45 დემონსტრანტია მოკლული.
ხუთშაბათსაც თეირანში მასობრივი პროტესტი გაიმართა. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მიერ გადამოწმებული სოციალური ქსელების ფოტოებზე ჩანს, რომ დემონსტრანტები შეიკრიბნენ ბულვარზე – ირანის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ მთავარ გამზირზე.
პროტესტები დაფიქსირდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის დასავლეთ ირანში მდებარე ქურთულ რაიონებში, ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში.
პროტესტის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით გაითიშა ინტერნეტი.
დასავლური მედიის თანახმად, ირანში დემონსტრაციები გასულ თვეს დედაქალაქ თეირანში დაიწყო, სადაც მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებსა და ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას აპროტესტებდა. მოგვიანებით გამოსვლები გადაიქცა მოძრაობად, რომელიც უკვე ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია