ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Sky News - ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა

Sky News - ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა

ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ არის, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა დელსი როდრიგესს სანქციები 2020 წელს დაუწესა და დღემდე სანქციების სიაში რჩება.
„საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მისმა ქმედებებმა საპრეზიდენტო კომისიასა და საკანონმდებლო ასამბლეაში, ვენესუელაში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირი გამოუთხარა“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სანქციების დოკუმენტში.
როდრიგესის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სანქციები ფინანსურია, რაც მისი აქტივების გაყინვას გულისხმობს.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, სანქციების ქვეშ ვენესუელას მთავრობის სხვა წევრებიც არიან, თუმცა, თავად დაკავებული პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო სიაში არ არის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.