ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თუ სწორად არ მოიქცევა, ალბათ მადუროზე უფრო დიდ საფასურს გადაიხდის - ტრამპი

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თუ სწორად არ მოიქცევა, ალბათ მადუროზე უფრო დიდ საფასურს გადაიხდის - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტსა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ თუ ის სწორად არ მოიქცევა, დიდ საფასურს გადაიხდის.
„თუ ის სწორად არ მოიქცევა, ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის, ალბათ მადუროზე უფრო დიდს“, – განაცხადა ტრამპმა The Atlantic-თანსაუბარში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელაში „რეჟიმის ცვლილება“ საჭიროა.
„იცით, აღდგენა და რეჟიმის ცვლილება, როგორც არ უნდა დაარქვათ, უკეთესია, ვიდრე ის, რაც ახლა გაქვთ. უარესი ვეღარაფერი იქნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, გრენლანდიის შეძენა აშშ-ის თავდაცვისთვის აუცილებელია.
„ჩვენ მართლაც გვჭირდება გრენლანდია, აბსოლუტურად. თავდაცვისთვის გვჭირდება“, – განაცხადა ტრამპმა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.