Silk Road Holdings-ი შესაძლოა „თელასის“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდეს

Silk Road Holdings-ი შესაძლოა „თელასის“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდეს
ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანია Silk Road Holdings B.V. LLC „თელასის“ აქციების 24,892%-ის (27 985 461 აქცია) შეძენას გეგმავს,- შესაბამისი სატენდერო წინადადება საკანონმდებლო მაცნეზე 29 იანვარს დარეგისტრირდა.
ამ დროისთვის კომპანია „თელასის“ აქციების 75% Silk Road Holdings-ის საკუთრებაა, შესაბამისად, დარჩენილი აქციების შეძენის შემთხვევაში, კომპანია „თელასის“ სრული აქციონერი გახდება.
სატენდერო წინადადება იანვრის ბოლოდან მარტის ბოლომდეა, გამოსყიდვის ფასი თითო აქციაზე 1,82 ლარითაა დადგენილი. აქციების შეძენა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აპრილის თვეში დაიწყება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.