ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორ შეიძლება ქვითარზე საპროტესტო წარწერა სანქციის მიზეზი გახდეს - რას ითვალისწინებს „ოცნების“ ახალი კანონი (ვიდეო)

როგორ შეიძლება ქვითარზე საპროტესტო წარწერა სანქციის მიზეზი გახდეს - რას ითვალისწინებს „ოცნების“ ახალი კანონი (ვიდეო)

გადახდის ქვითარზე გაკეთებული პოლიტიკურ შინაარსის მინაწერი შესაძლოა მეწარმისთვის სოლიდური ჯარიმის საფუძველი გახდეს. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის მიხედვით, საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის ბიზნესს 20 000 ლარიანი ჯარიმა ემუქრება.

იურისტების შეფასებით, ისეთი ფრაზები, როგორიცაა „რუსეთი ოკუპანტია“, შესაძლოა სამართალდამცავმა უწყებებმა პოლიტიკურ აქტივობად ჩათვალონ, თუ ისინი კომერციულ სივრცეში, მაგალითად, ქვითარზე, მენიუში ან საჯარო Wi-Fi-ის პაროლში გამოჩნდება.

საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტები მსგავს მესიჯებს ხშირად ხვდებიან სხვადასხვა სივრცეში. მათ შორის, გუდაურში მდებარე მირანდა ესაკიას კაფეში, სადაც გადახდის ქვითარზე საპროტესტო შინაარსის წარწერები ფიქსირდება.

კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე კომერციულ საქმიანობაში პოლიტიკურ გზავნილებს გამოიყენებს, შესაძლოა ის სანქციების ობიექტი გახდეს. ინიციატივა პარლამენტს უკვე წარედგინა და მისი განხილვა უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები მათ საქმიანობაზე პირდაპირ აისახება და არსებობს რისკი, რომ კანონი საჯარო სივრცეში გამოხატული პოზიციების შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.