პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

SHOT: 41 წლის ქალის ცხედარი ტომარაში იპოვეს – სავარაუდო მკვლელი საიტზე გაცნობილი კაცია

მოსკოველი, რომლის ცხედარი ვოსტოჩნი იზმაილოვოში სამშენებლო ტომარაში იპოვეს, შეიძლება მოკლა მამაკაცმა, ვისთანაც ის სარდაფში პაემანზე წავიდა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი SHOT წერს.
41 წლის ქალმა მობილური აპლიკაციით გაიცნო მამაკაცი, სახელად ნაზარი. 9 იანვარს მან პაემანი სთხოვა. შეხვედრის შემდეგ, წყვილი მაღაზიაში წავიდა საკვებისა და ალკოჰოლისთვის, რის შემდეგაც მამაკაცმა უცნაური რამ შესთავაზა: რომანტიკული საღამო გაეტარებინათ სარდაფში, სადაც დივანი და სკამი იდგა.
თავიდან ქალი შეიშმუშნა, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომ იდეა არც ისე ცუდი იყო. მიუხედავად ამისა, მოსკოველმა ქალიშვილს მისწერა, სად მიდიოდა და ყოველი შემთხვევისთვის გაუაზიარა სმარტფონის გეოლოკაცია. ეს იყო მისი ბოლო მესიჯი.
როდესაც ქალი მეორე დილით სახლში არ დაბრუნდა, ქალიშვილმა განგაში ატეხა. დაკარგულ ქალს ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ და იმავე სარდაფთან ახლოს, სამშენებლო ტომარაში იპოვეს. ახლა ეძებენ მის “ინტერნეტ მეგობარს”. საქმეზე კონტროლი დედაქალაქის პროკურატურამ აიღო.
ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზები უცნობია, მას ექსპერტიზა დაადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: newsco.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.