არქივი12 იანვარი 2024, 07:26
ოკუპირებულ ოჩამჩირეში ჭაში ქალის ცხედარი იპოვეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონ სოფელ კუტოლში 44 წლის ქალის ცხედარი ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ჭიდან ამოასვენეს.
როგორც „სპუტნიკს“ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მომხდარის შესახებ მასალა „საოლქო პროკურატურას“ გადაეგზავნა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.