ფოტო: Samsung
8
წაკითხვა
კორეული ტექნოლოგიური გიგანტი Samsung და კორეაში მდებარე Chung-Ang University Gwangmyeong Hospital თანამშრომლობენ სისტემის შემუშავებაზე, რომელსაც შეუძლია ვაზოვაგალური გონების დაკარგვის ადრეული ნიშნები დაახლოებით 85%-იანი სიზუსტით წინასწარ გამოავლინოს.
ვაზოვაგალური გონების დაკარგვა ყველაზე გავრცელებული ტიპის დროებითი გონების დაკარგვაა. თავისთავად, ის საშიში არ არის, თუმცა მოულოდნელმა დაცემამ შეიძლება თავის ტვინის სერიოზული დაზიანება, მოტეხილობა და შერყევა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, წინასწარი გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
“ხშირია შემთხვევები, როდესაც გონების დაკარგვისას პაციენტები ტრავმას იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი ძალიან მძიმე დაზიანებებს: მოტეხილობებს ან თავის ტვინში სისხლჩაქცევებს”, — განაცხადა Chung-Ang University Gwangmyeong Hospital-ის კარდიოლოგიის პროფესორმა ჯუნხვან ჩომ — “ამ ტექნოლოგიის მიერ გაგზავნილი ადრეული გაფრთხილება პაციენტს საშუალებას მისცემს, გონების დაკარგვამდე დაჯდეს, დაწვეს ან დახმარება გამოიძახოს”.
Samsung-ისა და საავადმყოფოს ერთობლივი კვლევა წამყვან სამეცნიერო ჟურნალ European Heart Journal – Digital Health-ში გამოქვეყნდა. ეს არის მსოფლიოში პირველი კვლევა, რომელმაც წარმატებით დაამტკიცა კომერციული ჭკვიანი საათის შესაძლებლობა, გონების დაკარგვა ადრეულად განჭვრიტოს.
ეს მოვლენა ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი გარკვეულ გამღიზიანებლებზე (სისხლის დანახვაზე ან ძლიერ სტრესზე) მწვავედ რეაგირებს, რაც გულისცემისა და არტერიული წნევის მკვეთრ დაცემას იწვევს. მკვლევართა თანახმად, სიცოცხლის განმავლობაში ეს მოვლენა ადამიანების 40%-ს შეიძლება შეეხოს.
პროფესორ ჩოს ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში 132 პაციენტი გამოიკვლიეს, რომლებიც ვაზოვაგალური გონების დაკარგვისადმი მიდრეკილებას ამჟღავნებდნენ. Galaxy Watch 6-ში ჩაშენებული PPG სენსორი, რომელიც გულისცემასა და პულსის ცვალებადობას ზომავს, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმთან ერთად მონაცემებს რეალურ დროში აანალიზებდა. შედეგებმა აჩვენა, რომ სისტემამ 84.6%-იანი სიზუსტით, 5 წუთით ადრე განჭვრიტა გონების დაკარგვა.
Samsung ამ კვლევას სამედიცინო სფეროში გარდამტეხ ნაბიჯად და მკურნალობიდან პრევენციულ მედიცინაზე გადასვლის მაგალითად მიიჩნევს. კომპანიას ჯერჯერობით არ განუცხადებია, როდის იქნება ეს ფუნქცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი. რეგულირების და სამართლებრივი სირთულეების გამო, კომერციულ გაშვებამდე კომპანია განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს. Samsung აცხადებს, რომ განაგრძობს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობას და მიზნად ისახავს პერსონალიზებული, პრევენციული ჯანდაცვის გადაწყვეტილებების დანერგვას.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ტესტი: შენ უკეთ იცი წყლის ქიმია თუ სკოლის მოსწავლემ?3654 ნახვა
კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ1185 ნახვა
ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს1075 ნახვა
ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება “ცარიელი ფურცლიდან” არ იწყება1056 ნახვა
ტესტი: გადაარჩენდი თუ არა ქვეყანას კიბერშეტევისგან?1040 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ადამიანი
შესაძლოა, ადამიანებს რეგენერაციის დაფარული უნარები გვქონდეს
შესაძლოა, ადამიანებს რეგენერაციის დაფარული უნარები გვქონდეს
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ
კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს
Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს
გადახედვა
კოსმოსი
კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე
კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე
გადახედვა
კოსმოსი
რამდენიმე დღეში დედამიწას ასტეროიდი ახლო მანძილზე ჩაუვლის
რამდენიმე დღეში დედამიწას ასტეროიდი ახლო მანძილზე ჩაუვლის
გადახედვა
დედამიწა
მიანმაში 11 000-კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს
მიანმაში 11 000-კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს
გადახედვა
ადამიანი
ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი
ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი
გადახედვა
ისტორია
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი მატერიის ახალი თეორიით კოსმოსის 3 საიდუმლოს ამოხსნაა შესაძლებელი
ბნელი მატერიის ახალი თეორიით კოსმოსის 3 საიდუმლოს ამოხსნაა შესაძლებელი
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს მარსმავალი ქვაში გაიჭედა — პრობლემა 334 მლნ. კილომეტრი დისტანციიდან მოაგვარეს
NASA-ს მარსმავალი ქვაში გაიჭედა — პრობლემა 334 მლნ. კილომეტრი დისტანციიდან მოაგვარეს
