Rousing The Kop: მამარდაშვილს ალისონის დონემდე მისაღწევად დიდი გზის გავლა მოუწევს – ბრაზილიელის წასვლა გარდაუვალია

„ლივერპულის“ მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ მეკარე ალისონი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში მისი მონაწილეობა გამორიცხულია. ინგლისური მედია კი ბრაზილიელის მიერ „წითლების“ დატოვებას ლამის ტრაგედიად მიიჩნევს.
Rousing The Kop-ის მტკიცებით, ალისონი იმ შემთხვევაშიც კი თანხმაა „იუვენტუსში“ გადასვლაზე, თუ გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„გიორგი მამარდაშვილი ალისონის ამ ან მომავალ ზაფხულში შესაცვლელად მზადაა, მაგრამ ბრაზილიელის კლასის მეკარე არ გვეყოლება. ეს ცხადია. ბეკერი პრემიერლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და მიუხედავად იმისა, რამდენად საიმედოდ ითამაშებს მამარდაშვილი, მის დონემდე მისაღწევად დიდი გზის გავლა მოუწევს. თუმცა, ბეკერის წასვლა გარდაუვალია და კლუბმა ყველაფერი გააკეთა, რათა ეს უმტკივნეულოდ მოხდეს.
ალისონის შემცვლელად თავის საუკეთესო პერიოდში მყოფი, ძვირად ღირებული და მაღალი კლასის დუბლიორის მოყვანა, თავდაპირველადვე იდეალური გადაწყვეტილება იყო. ახლა გიორგი ბრაზილიელის გარეშე დარჩება და თავის საუკეთესოდ წარმოჩენა მართებს. ქართველს ამის საშუალება უნდა მიეცეს.
რაც შეეხება ალისონს, ყველაფერ იმის გათვლისწინებით, რაც „ლივერპულისთვის“ გააკეთა, აუცილებელია წასვლის უფლება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიღოს“, – წერს გამოცემა.