Reuters: ციმბირის ნაწილი იყინება, ტემპერატურა -58 გრადუსამდე დაეცა
რუსეთის ფედერაციის მთელი ტერიტორია არქტიკულმა ამინდმა მოიცვა.
როგორც Reuters-ი იტყობინება, ციმბირის ველურ ბუნებაში ტემპერატურა -58 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა. როგორც ცნობილია, იაკუტია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცივი ქალაქია, რომელიც მოსკოვის აღმოსავლეთით 5000 კმ-ის მოშორებით არის, ყინულით და ნისლით დაიფარა.
„სპეციალურად ჩამოვედი იაკუტსკში, რათა ასეთი ამინდი მენახა“, - ამბობს დანილა, რომელსაც 2 ხელთათმანი უკეთია.
რუსეთში, სახას რესპუბლიკაში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცივი სოფელი ოიმიაკონი, სადაც ტემპერატურა - 60 გრადუსამდეც აღწევს.
სინოპტიკოსების თქმით, ტენიანობის და ქარის გათვალისწინებით ოიმიაკონში - 63 გრადუსი იქნება.
იაკუტსკის ბაზარში თევზი, რომელსაც მაცივარი სჭირდება, ახლა საყინულის გარეშე იყიდება. გამყიდველებს სპეციალური ქურქი აცვიათ, თუმცა მაინც სცივათ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.