ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უახლოეს დღეებში ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 13-14 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა +1+13 გრადუსის ფარგლებში იქნება. მთაში თოვლჭყაპი იქნება, მაღალ მთაში კი მოთოვს.

15 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი თუმცა ღამით შესაძლებელია ყინვა -2 გრადუსი დღე კი ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება. -9 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი მაღალ მთაში,
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 13-14 დეკემბერს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი ტემპერატურა +4+18 გრადუსი იქნება, თოვლჭყაპი და წვიმა იქნება მთაში, მაღალ მთაში კი თოვლი.
ხოლო 15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს. მთიან რაიონებში და მაღალ მთაში კი ღამით ყინვებია მოსალოდნელი.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 13 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. 14-15 დეკემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდი. უახლოესი 3 დღის განმავლობაში დედაქალაქში ტემპერატურა +3+12 გრადუსის ფარგლებში იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.