ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: რომში პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე ბინაში შეღწევის მცდელობისას დააკავა

მედია: რომში პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე ბინაში შეღწევის მცდელობისას დააკავა

რომში, პარიოლის რაიონში ბინაში შეღწევის მცდელობისა და დიდი რაოდენობის ძვირფასეულობის ქურდობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავება 21 აპრილს მოხდა - რომის პოლიციამ დამნაშავეები ერთ-ერთ კორპუსში, საცხოვრებელი ბინის კარის ხელსაწყოებით გაღების პროცესში დააკავა.

ჩხრეკის შედეგად, რომის პოლიციამ დაკავებულთა სახლიდან, მოპარული ნივთებით სავსე 6 ჩემოდანი ამოიღო - მათ შორის ძვირადღირებული საათები, ოქროს სამკაულები და დიზაინერული სამოსი (ნივთების ღირებულება ჯამში, 200 ათას ევროზე მეტია).

ამავე ბინაში პოლიციამ საქართველოს 3 მოქალაქე აღმოაჩინა, რომლებიც ადგილობრივი მედიის თქმით, წარსულში იგივე დანაშაულების გამო იყვნენ ნასამართლევი, ხოლო ამჯერად მოპარულ ნივთებს აგროვებდნენ.

მედიის ცნობით, გამოძიება გრძელდება სხვა ძარცვებთან კავშირის დასადასტურებლად.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.