CNN – ფედერალურმა მოსამართლემ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლემ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ, როის ლამბერტმა დროებითი შემაკავებელი ორდერის შესახებ „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც მაუწყებელს გარკვეული დროის განმავლობაში ეთერში დარჩენაში დაეხმარება.
მოსამართლის განცხადებით, საინფორმაციო ორგანიზაცია „ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკის გასატარებლად კონგრესმა განსაზღვრა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ერთი წინადადებით და მცირე ახსნა-განმარტებით მისი დახურვა არ შეუძლია, პრეზიდენტის ბრძანების მიუხედავადაც კი“.
შეგახსენებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. 19 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში უჩივლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ

ლელა ჯეჯელავა – მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტის, ყულევის სანქციას „ჩალის ფასი“ ნამდვილად არ ექნება – ნავთობექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იმპორტზე საუბრობს და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? – ჩამოსანგრევად განწირული!