ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს

სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უპილოტო სისტემების ძალებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, „კირიშინეფტეორგსინტეზს“, შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„14 სექტემბრის ღამეს, ლენინგრადის ოლქში, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, „კირიშინეფტეორგსინტეზზე“, დარტყმა განხორციელდა. სპეციალური ოპერაციების ძალებმა უპილოტო სისტემების ძალებთან ერთად ერთობლივი მოქმედებები განახორციელეს. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციაში ნავთობის გადამუშავების მოცულობებით ერთ-ერთი ლიდერია, რაც წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ტონას შეადგენს“, - აცხადებენ სპეციალური ოპერაციების ძალებში.
ამასთან, გენერალური შტაბის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა. ზარალის შედეგები ზუსტდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.