ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში 28 თებერვალს ჩავა და ხელს მოაწერენ „ძალიან დიდ შეთანხმებას“

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში 28 თებერვალს ჩავა და ხელს მოაწერენ „ძალიან დიდ შეთანხმებას“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ პარასკევს, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა იშვიათი ლითონებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას CNN-ი ავრცელებს.
“ძალიან კარგად მივდივართ რუსეთ-უკრაინაზე. პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს ჩამოვა. ეს უკვე დადასტურებულია, და შეთანხმებას მოვაწერთ ხელს”, - განაცხადა ტრამპმა და მადლობა გადაუხადა სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტსა და ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს.
ტრამპის თქმით, “შევძელით შეთანხმების მიღწევა, რომლითაც ჩვენს ფულს დავიბრუნებთ და მომავალში ბევრ ფულს მივიღებთ, და ვფიქრობ, ეს მისაღებია”.
ტრამპის განცხადებით, ის და ზელენსკი „აპირებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც იქნება ძალიან დიდი შეთანხმება“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.