პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

Reuters - უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

კიტ კელოგი, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთში მის სპეციალურ წარმომადგენლად დაასახელა, იანვრის დასაწყისში კიევსა და ევროპის რამდენიმე სხვა დედაქალაქში გაემგზავრება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნული მოგზაურობის დროს კიტ კელოგი მოსკოვში ჩასვლას არ გეგმავს.
კელოგი კიევში ქვეყნის ლიდერებს შეხვდება. მისი გუნდი მუშაობს ევროპის სხვა ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთისა და იტალიის, ლიდერებთან შეხვედრების ორგანიზებაზეც, თუმცა, წყაროების განცხადებით, მოგზაურობის დაგეგმვა ჯერ კიდევ ხორციელდება და მარშრუტი, შესაძლოა, შეიცვალოს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრები, უფრო მეტად, ფოკუსირებული იქნება ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის სახელით ფაქტების დადგენაზე, ვიდრე აქტიურ მოლაპარაკებებზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.