არქივი19 დეკემბერი 2024, 16:41
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიევს იანვარში ეწვევა

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიევს იანვარში ეწვევა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს იანვრის დასაწყისში შედგება. ჩვენ ბატონ კელოგს ველოდებით და შემდეგ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა აქვს მას მხედველობაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი გასულ თვეში დაასახელა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.