Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის პირველი იარაღით დახმარების პაკეტი დაამტკიცა

მოკავშირეებთან ახალი ფინანსური შეთანხმების ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის პირველი იარაღით დახმარების პაკეტები დამტკიცდა და შესაძლოა მალე გაიგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი სიტუაციის შესახებ ინფორმირებულ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს არის აშშ-ისა და მოკავშირეების მიერ შემუშავებული ახალი მექანიზმის პირველი გამოყენება, რომელიც აშშ-ის მარაგებიდან, უკრაინის იარაღით მომარაგებას NATO-ს ქვეყნების სახსრების გამოყენებით უზრუნველყოფს.

წყაროების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ  ახალი მექანიზმის ფარგლებში, დაამტკიცა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ორი მიწოდება, რომელსაც უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია ეწოდება და რომელიც ცნობილია აბრევიატურით – PURL.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ განახლებული ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, რომლის მიზანია კიევის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღით გაძლიერება, მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა იმედგაცრუება მოსკოვის მიერ მეზობელზე მიმდინარე თავდასხმების გამო, მიუხედავად კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასრულების მცდელობისა.

გამოცემის მიხედვით, წყაროებმა უარი განაცხადეს აღჭურვილობის ზუსტი ჩამონათვალის გასაჯაროებაზე, თუმცა განაცხადეს, რომ ეს მოიცავდა საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება რუსული დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების უზარმაზარი ზრდის გათვალისწინებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს