არქივი18 სექტემბერი, 2025, 14:08
Reuters - სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ეწვევა

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ეწვევა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის ცნობით, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასად ალ-შიბანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდება.
ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე ასად ალ-შიბანი აშშ-ის მიერ სირიის წინააღმდეგ დაწესებული დარჩენილი სანქციების მოხსნის საკითხს განიხილავს.
ამასთან, მომავალ კვირას ნიუ-იორკში სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ჩავა და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.