არქივი1 აპრილი, 2024, 16:07
Reuters - სირიაში ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური დაიღუპა
სირიაში, ირანის საელჩოს გვერდით მდებარე შენობაზე ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპული ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, მოჰამედ რეზა ზაჰედია.
ირანული მედიის ცნობით, სარაკეტო იერიშს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.