ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანი სირიაში ისრაელის დარტყმის შედეგად 2 გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ირანის მტკიცებით, ისრაელის იერიშს დამასკოში ირანის საელჩოზე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი, მათ შორის 2 გენერალი ემსხვერპლა. IRGC-ის განცხადება დამასკოს თავდასხმის შესახებ ირანულ მედიაში გავრცელდა.
დამასკოში გარდაცვლილებს შორისაა გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაური მოჰამედ რეზა ზაჰედი და მისი მოადგილე მოჰამად ჰაჯ რაჰიმი. ზაჰედი ხელმძღვანელობდა გუშაგთა კორპუსის სამხედრო ფრთის მოქმედებებს სირიასა და ლიბანში.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა დამასკოში ირანის საელჩოს სიახლოვეს მდებარე შენობაზე მიიტანეს სარაკეტო იერიშები, სადაც, სავარაუდოდ, მოჰამად რეზა ზაჰედი იმყოფებოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დამასკოში თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.