Reuters – საქართველოს მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს სამი უდიდესი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს – საქართველო სულ უფრო ავტორიტარული ხდება

საბჭოთა კავშირისგან გამოყოფილ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და პროდასავლური საქართველო, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სულ უფრო ავტორიტარული ხდება და მეზობელ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს, – ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც Reuters-ი აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ოპოზიციის რამდენიმე წამყვანი ფიგურა ციხეშია, პოლიციამ კი გააძლიერა იმ მომიტინგეების დაკავებები, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე რეგულარულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს ესწრებიან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს სამი უდიდესი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს და რომ სარჩელის მიზანია სამი პარტიის – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკ „ძლიერი საქართველოს“ – კანონგარეშედ გამოცხადება.
„ეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობისკენ სწრაფვის მკვეთრ ესკალაციას აღნიშნავს“, – აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნული სამი პარტია მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციის არიან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ამარტივებს.
„ქართულმა ოცნებამ“ გაყინა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ბლოკს თბილისში რევოლუციის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ევროკავშირი ბრალდებებს უარყოფს“, – წერს Reuters-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად