ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი - საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს - ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის, ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი - საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს - ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის, ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა

საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს - ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა.
„საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს. ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის - ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა. „ქართული ოცნება“ ცდილობს პოლიტიკური კონკურენციის გაქრობას, მოქალაქეებისთვის უფლებების ჩამორთმევას და საქართველოს რუსულ სატელიტად გადაქცევას - ისე, როგორც ბელარუსია“, - წერს რიჰარდს კოლსი X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.