არქივი14 დეკემბერი, 2024, 10:06
Reuters - სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მეორედ გაიმართება

სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მეორედ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ოპოზიციური პარტიები სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრას დღეს ჩაატარებენ.
მმართველმა პარტიამ იუნ სუკ იოლის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო გასულ შაბათს ჩანიშნულ იმპიჩმენტის პირველ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც, კვორუმი ვერ შედგა.
სამხრეთ კორეის ოპოზიციურ პარტიებს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მმართველი პარტიიდან რვა პარლამენტარის ხმა სჭირდებათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.