ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ბოლომდე ვიბრძოლებ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ბოლომდე ვიბრძოლებ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის განცხადებით, ოპოზიცია დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ხელისუფლებისგან ჩამოშორებას ცდილობს, - ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ბოლომდე ვიბრძოლებ. იმპიჩმენტს მომიწყობენ, თუ გამოძიებას ჩამიტარებენ, ამ ყველაფერს ცალსახად გავუმკლავდები“, - აღნიშნა იუნ სუკ იოლმა.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს პარლამენტში იმპიჩმენტის მეორე კენჭისყრა ემუქრება, რომელიც შაბათს იგეგმება. ამასთან, პრეზიდენტთან დაკავშირებით, 3 დეკემბერს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის გამო, სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს. იუნ სუკ იოლმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მთავრობამ რამდენიმე საათის შემდეგ საომარი მდგომარეობა გააუქმა. ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, თუმცა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა, რადგან მმართველმა პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.