ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - სამხრეთ კორეაში მსუბუქი სატვირთო ავტომობილი ბაზარში შევარდა - დაიღუპა 2 და დაშავდა 18 ადამიანი

Reuters - სამხრეთ კორეაში მსუბუქი სატვირთო ავტომობილი ბაზარში შევარდა - დაიღუპა 2 და დაშავდა 18 ადამიანი

სამხრეთ კორეაში მსუბუქი სატვირთო ავტომობილი ბაზარში შევარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შემთხვევა ქალაქ პუჩონში მდებარე ბაზარში მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, ორი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. მათ მომხდარის შემდეგ გული გაუჩერდათ.
პოლიციაში განაცხადეს, რომ შემთხვევის შემდეგ სატვირთოს მძღოლი დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს. ასევე, მათივე თქმით, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.
სატვირთოს მძღოლმა შემთხვევის მიზეზად მანქანის უეცარი აჩქარება დაასახელა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.