არქივი15 ნოემბერი, 2025, 11:09
Reuters - ქაშმირის ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციის განყოფილებაში აფეთქების შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა

ქაშმირის ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციის განყოფილებაში აფეთქების შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივი პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯამუსა და ქაშმირის შტატში მდებარე განყოფილებაში პოლიციელების მიერ ჩამორთმეული ასაფეთქებელი ნივთიერებები აფეთქდა.
პოლიციის წყაროს ცნობით, დაღუპულებს შორის უმეტესობა პოლიციელია.
„ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ზოგიერთი მათგანი მთლიანად დაიწვა“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.