ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

Reuters - სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ვულკანმა ამოფრქვევა დღეს ღამით რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ქალაქ გრინდავიკის ახლოს, სუნდჰნუკის კრატერიდან დაიწყო.
„ამ დროისთვის ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება. GPS-ის სიგნალების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ეს შედარებით მცირე მასშტაბის ამოფრქვევა იყო“, - ნათქვამია ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებაში.
პოლიციის განცხადებით, ქალაქ გრინდავიკიდან და ცნობილი გეოთერმული კურორტიდან „ცისფერი ლაგუნადან“ ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
ცნობისთვის, ეს 2021 წლიდან სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის მე-12 შემთხვევაა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.