Reuters – საბერძნეთში ფერმერებმა ევროკავშირის სუბსიდიების დაგვიანების გამო პროტესტის ნიშნად კრეტას აეროპორტის დაკავება სცადეს

საბერძნეთში ფერმერებმა ევროკავშირის სუბსიდიების დაგვიანების გამო პროტესტის ნიშნად კრეტას აეროპორტის დაკავება სცადეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კუნძულ კრეტაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, ხოლო პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დემონსტრანტებმა აეროპორტში შეჭრა სცადეს, რის გამოც აეროპორტის მუშაობა დროებით შეფერხდა.
ასევე, ქვეყნის ჩრდილოეთით ფერმერებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტები, ხოლო ცენტრალურ ნაწილში გზები გადაკეტეს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ათასობით ბერძენი ფერმერი, სახელმწიფო მოხელეების დახმარებით, ევროკავშირისგან დაფინანსების მიღების მიზნით წლების განმავლობაში თაღლითურ სქემას იყენებდა. საბერძნეთის მთავრობის ცნობით, 40000-ზე მეტი ფერმერის განაცხადის შემოწმება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”