ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბერძნეთში ფერმერებს ტრაქტორებითა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საშუალებით სალონიკის პორტი აქვთ ბლოკირებული

საბერძნეთში ფერმერებს ტრაქტორებითა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საშუალებით სალონიკის პორტი აქვთ ბლოკირებული

საბერძნეთში ფერმერებს დემონსტრაციის ფარგლებში სალონიკის პორტი აქვთ ბლოკირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ფერმერებმა პორტის მთავარ შესასვლელში მიიყვანეს ტრაქტორები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ტურისტული ავტობუსები.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ფერმერები სასოფლო-სამეურნეო დახმარების დაგვიანებას და სამეწარმეო ხარჯების ზრდას აპროტესტებენ.
სალონიკის პორტში ფერმერების დემონსტრაციაზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები. საპროტესტო აქციის მონაწილეები მომდევნო ნაბიჯებს შაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე განსაზღვრავენ.
ფერმერების პროტესტი საბერძნეთის მასშტაბით, უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება, რა დროსაც დემონსტრანტები იყენებენ ტრაქტორებსა და სატვირთო მანქანებს ავტომაგისტრალებისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გადასაკეტად.
საბერძნეთში სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების გამოყოფა კორუფციული გამოძიების გამო შეფერხდა. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ზოგიერთი ფერმერი სახელმწიფო მოხელეების დახმარებით მიწის საკუთრების უფლებას აყალბებდა. აუდიტის გამო შეყოვნდა შემდგომი დახმარების გამოყოფა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.