ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 519 უკრაინული დრონი მოიგერიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 519 უკრაინული დრონი მოიგერიეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 519 უკრაინული დრონი მოიგერიეს და გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დრონები განადგურდა ბელგოროდის, ფსკოვის, ნოვგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ორიოლის, ტულის, ტვერის, იაროსლავის, ვორონეჟის, სმოლენსკის, კალუგის, რიაზანის, ლიპეცკის, როსტოვის, სამარას, სარატოვის, ვოლგოგრადის, ლენინგრადის, მოსკოვის ოლქების, კრასნოდარის მხარის და აზოვის ზღვის თავზე.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზეც.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.