Reuters – ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ესმაილ ბაღაი X-ზე.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ცნობით, დელეგაციების წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა ოთახებია გამოყოფილი და შეტყობინებებს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ბინ ჰამად ალ ბუსაიდის მეშვეობით გაცვლიან.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ „მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციაზე, პატიმრების გაცვლასა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე კონტროლის სანაცვლოდ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების შესახებ შეზღუდულ შეთანხმებებზე“.
ომანის დედაქალაქ მასკატში თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, ხოლო აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს