ომანში დაიწყო არაპირდაპირი მოლაპარაკებები -ისა და ირანის დელეგაციებს შორის

ირანმა და შეერთებულმა შტატებმა ომანში დაიწყეს მაღალი დონის მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს თეირანის სწრაფად განვითარებად ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყებას. -ის პრეზიდენტი სამხედრო ქმედებით იმუქრება, თუ შეთანხმება არ შედგება.
მოლაპარაკებების შესახებ ცნობებს „როიტერსი“ ავრცელებს.
ირანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი აბას აღარჩი ხელმძღვანელობს, აშშ-ის მხარეს კი – დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ცნობით, დელეგაციების წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა ოთახია გამოყოფილი და შეტყობინებებს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ბინ ჰამად ალ ბუსაიდის მეშვეობით გაცვლიან.
“როიტერსის” ცნობით, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციაზე, პატიმრების გაცვლასა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე კონტროლის სანაცვლოდ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების შესახებ შეზღუდულ შეთანხმებებზე.
მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებმა განაცხადეს, რომ გარკვეული პროგრესის მიღწევის შანსები არსებობს, თუმცა უთანხმოება კვლავ რჩება. მოითხოვს, რომ ირანელებთან პირდაპირი მოლაპარაკებები ჩატარდეს, თეირანი კი დიალოგის შუამავალის დახმარებით გამართვას ემხრობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს