ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ლუვრის ძარცვის საქმეზე პარიზის პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

Reuters - ლუვრის ძარცვის საქმეზე პარიზის პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

ლუვრის ძარცვის საქმესთან დაკავშირებით პარიზის პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა, - ინფორმაციას Reuters-ი ფრანგულ რადიოსადგურ RTL-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
რადიოსადგურ RTL-ის ცნობით, სულ, პარიზის პოლიციამ ოთხშაბათს საღამოს ლუვრის ძარცვასთან დაკავშირებით დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა.
შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს ლუვრი ოთხმა პირმა გაქურდა. მათ ლუვრის მუზეუმის „აპოლონის გალერეიდან“ 88 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარეს.
პარიზის პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი გასულ კვირას დააკავა. პარიზის პროკურატურის განცხადებით, მათ ძარცვაში მონაწილეობა „ნაწილობრივ აღიარეს“. პარიზის პროკურორმა, ლორ ბეკუიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, ძარცვაში უფრო დიდი ჯგუფი მონაწილეობდეს.
ლუვრიდან მოპარული სამკაულები ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.