ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციამ ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავა

პოლიციამ ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავა

პოლიციამ ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილი მამაკაცი გვიან ღამით პარიზის რეგიონში დააკავა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ლუვრის მუზეუმის „აპოლონის გალერეიდან“ 88 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარეს. საფრანგეთის პოლიციის ცნობით, მუზეუმი ოთხმა ქურდმა გაძარცვა.
პარიზის პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი გასულ კვირას დააკავა. პარიზის პროკურატურის განცხადებით, მათ ძარცვაში მონაწილეობა „ნაწილობრივ აღიარეს“. ლუვრიდან მოპარული სამკაულები ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.