ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters – კატარის ამირა მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს

Reuters – კატარის ამირა მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს

კატარის ამირა მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, კატარის ამირა, შეიხი თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების საკითხებს განიხილავენ.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე „სერიოზული საუბარი“ შედგება.
„კატარი ჩვენი ძვირფასი პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება. სახელმწიფოს მეთაურებს შორის კონტაქტები საკმაოდ ხშირია“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.