არქივი13 სექტემბერი, 2025, 10:08
Reuters - კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ბიძგები 39.5 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა და ცუნამის საფრთხე არ არსებობს.
გერმანიის გეომეცნიერებების კვლევების ცენტრმა მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდად შეაფასა.
იაპონიის მეტერეოლოგიურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გაუვრცელებიათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.