ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - იულია სვირიდენკომ უკრაინის უმაღლეს რადას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა

Reuters - იულია სვირიდენკომ უკრაინის უმაღლეს რადას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა

იულია სვირიდენკომ უკრაინის უმაღლეს რადას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, - ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პარლამენტი ამ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს, დადგენილი პროცედურის შესაბამისად“, - წერს რუსლან სტეფანჩუკი X-ზე.

ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ საპარლამენტო პროცედურა შესაძლოა, ხვალ, 14 ივლისს დაიწყოს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებების პროცესის დაწყების შესახებ გუშინ გამოაცხადა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.