ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კეთრინ კონოლი ლიდერობს

Reuters - ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კეთრინ კონოლი ლიდერობს

ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კეთრინ კონოლი ლიდერობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, 68 წლის დამოუკიდებელი კანდიდატი, კეთრინ კონოლი ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით იმარჯვებს.
ირლანდიის ეროვნული სატელევიზიო და რადიო მაუწყებლის, RTE-ის ცნობით, კონოლის ამომრჩეველთა 60%-ზე მეტი უჭერს მხარს.
კონოლი, რომელიც პირველად ირლანდიის პარლამენტში 2016 წელს აირჩიეს, ევროკავშირის კრიტიკოსია.
ცნობისთვის, ირლანდიაში პრეზიდენტის თანამდებობას სიმბოლური როლი აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.