დონალდ ტრამპი - 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ მაქვს - ეს ძალიან ცუდია

2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ მაქვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს სამხრეთ კორეაში ჩასვლამდე განუცხადა.
„თუ კონსტიტუციას წაიკითხავთ, იქ ყველაფერი ნათელია. კენჭისყრის უფლება არ მაქვს. ეს ძალიან ცუდია. წაკითხულიდან გამომდინარე, კენჭისყრის უფლება არ მაქვს. ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის კომენტარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პრეზიდენტს კონსტიტუციური შეზღუდვების შესახებ ესაუბრა და ამის გზა არ არსებობს“.
„კონსტიტუციის 22-ე შესწორება მესამე ვადით კენჭისყრას კრძალავს. კონსტიტუციის შესწორების გზას ვერ ვხედავ, რადგან ამისთვის დაახლოებით 10 წელი იქნება საჭირო“, - აღნიშნა ჯონსონმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.