პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

Reuters - ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი, ალი არდესტანი სიკვდილით დასაჯეს, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ალი არდესტანის სიკვდილით დასჯა „მოსადის“ სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობის დანაშაულისთვის, ქვეყნის მგრძნობიარე ინფორმაციის მიწოდებისთვის, აღსრულდა უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცების შემდეგ და სამართლებრივი პროცედურების დაცვით“, - წერს ირანის სასამართლოს მედია საშუალება Mizan-ი.
Reuters-ი წერს, რომ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ირანელების სიკვდილით დასჯის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ივნისში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დაპირისპირება მოხდა, როდესაც ისრაელისა და აშშ-ის ძალებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.