Reuters – ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წევრი დაიღუპა

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წევრი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მოხალისეობრივი სამხედრო დაჯგუფების „ბასიჯის“ წევრი ქალაქ კუჰდაშტში დაიღუპა.
Reuters-ი წერს, რომ დაჯგუფება „ბასიჯს“ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დემონსტრაციების ჩასახშობად ხშირად იყენებს.
შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს.
პროტესტი კვირას დაიწყო მას შემდეგ, რაც თეირანის დიდ ბაზარზე მაღაზიების მეპატრონეები გაიფიცნენ, როდესაც ირანული რიალი დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. მოგვიანებით, დემონსტრაციები სხვა ქალაქებშიც გაგრძელდა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სახელმწიფო მედიის ცნობით, საპროტესტო აქციებზე სტუდენტები დააკავეს.
ირანის მთავრობის წარმომადგენელმა, ფატიმე მოჰაჯერანიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება პროფკავშირებისა და ვაჭრების წარმომადგენლებთან პირდაპირ დიალოგს გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს